სომხეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს – საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტებიდან, მგზავრებს – საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა მხოლოდ სადახლოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ, ხოლო სატვირთო მოძრაობა დასაშვები იქნება შეუფერხებლად, ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან. ანალოგიური შეზღუდვა გავრცელდება აზერბაიჯანთან არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, შეუფერხებლად იმოძრავებს ტვირთები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლა მხოლოდ წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით შეეძლებათ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე გრიგოლი: არ შეიძლება რეალობისა და სასურველის ერთმანეთში აღრევა
შემდეგი სტატიამეუფე ზენონი (იარაჯული): ვინც სიფრთხილეს არ იჩენს, ის არც პასუხისმგებლობას იღებს