მეუფე ანტონი იღუმენიას: გაუთხოვრობამ გადაგაწყვეტია მონაზვნობა

“გაუთხოვრობამ გადაგაწყვეტია შენ მონაზვნობა და არა სარწმუნოებამ, ოო რა კაპასი ცოლი იქნებოდი, უტეხი, უცხვირპირო… ამორალურიც, რადგან ძარღვი არ გაქვს შუბლზე” – ამ სიტყვებით მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა იღუმენია თამარ გამყრელიძეს.

იღუმენია სოციალურ ქსელში გამოგზავნილი ტექსტური შეტყობინების ფოტოს აქვეყნებს.

 

“მღვდელმთავარი მონაზონს რომ ამას მისწერ… სანამ სხვას ზნეობაზე დამოძღვრავთ, საკუთარ სულში ჩაიხედეთ! ეს არის თქვენი რეალური სახე. ისე, მე უფლის სიყვარულმა გადამაწყვეტინა მონაზვნობა”. – პასუხობს იღუმენია თამარ გამყრელიძე მეუფე ანტონს.

იღუმენია თამარ გამყრელიძე ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მხარდამჭერია. 2019 წლის 31 ოქტომბერს სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრემ მედიას უთხრა, რომ ის განაყენეს და ამის მიზეზად საპატრიარქოში “მამათმავლობის მხილება” დაასახელა. კერძოდ, მიტროპოლიტმა პეტრემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  “პედერასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტიის” პროპორციული სიის ექვსმა წევრმა პარტია და სია დატოვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: „გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი