გიორგი გახარია: „გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი

gulis eleqsiri

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ რაჭაში ამბროლაურის და ონის მერობის, მაჟორიტარობის კანდიდატები და სიის წევრები წარადგინა.

„ჩვენ ზუსტად სამი თვის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენთვის ვინმეს წინააღმდეგ ბრძოლა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიზანია ბრძოლა საქართველოსთვის და ჩვენი საბოლოო მიზანია ძლიერი, სამართლიანი, თანამედროვე სახელმწიფო. ეს არის თითოეული ქართველის ოცნება, საქართველოს თითოეული მოქალაქის მიზანი. უბრალოდ ხანდახან ჩვენ ამ მიზანთან მისასვლელი გზა სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია და სამწუხაროდ, ამ წარმოდგენების გამო ხშირად ვებრძვით ერთმანეთს, ვეჩხუბებით, ვლანძღავთ და საბოლოო ჯამში საქმე არ მიდის.“ – მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.

„ხშირად ვიწყებთ ძალიან დიდი იდეების განხორციელებას, მაგრამ შუა გზაში უკვე გვავიწყდება, რითი დავიწყეთ. სამწუხაროდ, დაახლოებით ასეთ მდგომარეობაში ვართ დღეს. ეს ჩემთვისაც უდიდესი იმედგაცრუება, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რისი ნაწილი ვიყავით, რომ ჩვენ ყველას ერთად ბევრი კარგი საქმე გვიკეთებია ბოლო 9 წლის განმავლობაში და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ “ოცნებაში“ დღეს ბევრი ღირსეული ჩვენი მეგობარია დარჩენილი. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ვერთიანდებით, მაგრამ არავის წინააღმდეგ. ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და ვიბრძვით ამ ქვეყნის მომავლისთვის. “ – ამბობს გახარია.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ მათ წინააღმდეგ წამოსული ლანძღვის და ნეგატიური კომენტარების მიუხედავად, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ოპონენტებს არ უნდა მიბაძონ და მათაც საკუთარი ღირსებიდან გამომდინარე უნდა მოექცნენ.

„რაც არ უნდა მოხდეს, რა სიტყვებითაც არ უნდა გვლანძღონ – ჩვენ უნდა მოვექცეთ ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ღირსებას შეესაბამება. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი.“- განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კეთილსინდისიერი პროფესიონალები სჭირდება იმის მიუხედავად, რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.

„ჩვენი მთავარი პრინციპი გახლავთ კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც ქვეყანას უნდა ემსახურონ, იმისდა მიუხედავად ვის წარმოადგენენ ან რა შეფერილობის არის მათი პარტია. არა ყავს ამ ქვეყანას დასაკარგი ღირსეული პროფესიონალები და ჩვენ აქ უნდა მივიდეთ ყველანი ერთად.’’ – ამბობს გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მხარდამჭერებთან სიტყვის გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ გულში ოპონენტებიც ხვდებიან, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყანას წარსულში აბრუნებს და ცვლილებები, რომელიც ამ არჩევნებით იწყება – აუცილებელია.

„როგორც არ უნდა ფიქრობდნენ დღეს ჩვენი ოპონენტები – გულის სიღრმეში ყველა ხვდება, რომ ეს არჩევნები იქნება უფრო მეტი, ვიდრე მუნიციპალური არჩევნები და ეს არჩევნები იქნება ცვლილებების დასაწყისი. როგორც არ უნდა საუბრობდნენ, გულის სიღრმეში ისინი ხვდებიან, რომ დღეს ოცნება სამწუხაროდ, უფრო და უფრო ემსგავსება ნაციონალურ მოძრაობას. როგორც არ უნდა საუბრობდნენ მაღალფარდოვანი სიტყვებით – უფრო და უფრო ხვდებიან და გულის სიღრმეში იციან, რომ სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ვბრუდებით წარსულში. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ოცნება გამოიყენებს ზუსტად იგივე მეთოდებს, რასაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა 2012-11 წლებში, თუ თავისი უსუსურობით აგერ მიშა სააკაშვილს დაგვიბრუნებენ საქართველოში ან თბილისში. ეს არის, რასაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვებრძვით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით უკუსვლას. ჩვენი მიზანია ქვეყანა იყოს მზად წინსვლისთვის. სწორედ ამ მიზნის გამო მომიწია მე ჩემი კანდიდატურის დაყენება თბილისის მერობის არჩევნებზე.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წინა სტატიაშიმეუფე ანტონი იღუმენიას: გაუთხოვრობამ გადაგაწყვეტია მონაზვნობა
შემდეგი სტატიაგულორდავა: მიღებული სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სამომავლოდ კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე აისახება