მეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყანდაურაში მეუღლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 76 წლის ქალი საგარეჯოს კლინიკიდან თბილისში, ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

ქალს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.

საგარეჯოს საავადმყოფოს ექიმების განცხადებით, ქალი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, ავადმყოფი მეუღლე კი, დაჭრა. მამაკაცი დაკავებულია. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის განმარტებით ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება
შემდეგი სტატიაუნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი – მეუფე იაკობი დავით გარეჯში არსებულ პრობლემაზე საუბრობს