პრემიერის განმარტებით ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

როგორც ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2019-2020 წლებისთვის კონკრეტული საბიუჯეტო რესურსია გამოყოფილი, რომლითაც კონკრეტული მიზნები უნდა განხორციელდეს, შესაბამისად, აუცილებელია ყველა სამინისტრო ეფექტურად მუშაობდეს.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარი გავაკეთე და კიდევ გავაკეთებ. ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რაც არერთხელ დამიფიქსირებია თქვენთან საუბარში. 2019-2020 წლებში ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გამოყოფილი საბიუჯეტო რესურსი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ყველა იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საზოგადოებას შევპირდით. ბუნებრივია, ამ მიზნების მიღწევა არის საკმაოდ რთული პროცესი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ყველა უწყება, ყველა სამინისტრო მუშაობდეს განსაკუთრებულ, ეფექტურ რეჟიმში. ჩვენთვის შესაბამისად, სიჩქარეს და ტემპებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე უწყებაში იქნება რეალური საფუძველი იმისა, რომ ვიღაც ვერ აკმაყოფილებს ამ ტემპს, იმ მიზნების მიღწევას, იმ ორიენტირების მიღწევას, რომელიც გაწერილია ბიუჯეტში, როგორც 2019 ასევე 2020 წელს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც უნდა მივიღოთ. ამ ეტაპზე მე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მსგავსი საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“დარწმუნებული ვარ, დავით გარეჯის საკითხს გადავწყვეტთ ისე, როგორც შეეფერება მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას”
შემდეგი სტატიამეუღლის მიერ დაჭრილი ქალი საგარეჯოდან თბილისში გადმოიყვანეს