მეტროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

მეტროსადგურ წერეთელთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს:

“თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ სადგურზე მგზავრების მიღება დროებით შეწყდა. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.”- აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაკონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ახალციხელები გაეცნობიან