შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2017 11:07

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ., ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 140 აბი „პირალგინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინის მარილს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 10, 2017 11:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics