მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

როგორც პირველ არხს სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის კონკრეტული მიზეზი ჯერ უცნობია.

მათივე ცნობით, დეტალების გარკვევამდე მგზავრების მიღება რამდენიმე წუთით შეჩერდა.

„მეტროსადგურში ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრების მიღება რამდენიმე წუთით იყო შეჩერებული. ვიდრე დეტალებს გაარკვევდნენ, მგზავრების მიღება შეწყვიტეს. ამ დროისთვის მგზავრებს მეტროსადგურში ჩასვლის უფლება მისცეს“,- განაცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესსამსახურში.

მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ რამდენიმე წუთის წინ დაკვამლიანება იყო.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს