ანა დოლიძე ვერ აკონკრეტებს, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს უჭირს დაკონკრეტება, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს. დოლიძის თქმით, ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ნახავს.

“ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი შევიდა ჩიხში. არ გამონახა რესურსი უმრავლესობამ, რომ ეწარმოებინა კონსენსუსი და შეექმნა კომპრომისული დოკუმენტი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიყოთ ის ასპარეზი, სადაც შესაძლებელი იქნება ამ კომპრომისული დოკუმენტის შექმნა, მისი წარმოდგენა და შეთავაზება უმრავლესობისთვის, ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის. იქნება თუ არა მოტივირებული შენიშვნები, ეს გადაწყდება მაშინ, როცა ვნახავთ ბოლო ვერსიას იმ პროექტის, რასაც მიიღებს უმრავლესობა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – როგორც ჩანს, დავით კეზერაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დალაგდა და მასთან ერთად აკეთებს ფულს
შემდეგი სტატიამეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია