დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

თეთრი სახლის ეზოში დონალდ ტრამპმა და მელანია ტრამპმა 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც მათ ერსა და ღირებულებებს ებრძვიან.
„ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით ამ სასტიკ მკვლელებს, არ არსებობს ბნელი კუთხე, რომელსაც ჩვენ ვერ მივწვდებით, არ არსებობს თავშესაფარი, რომელსაც ვერ მივაღწევთ. ისინი ამ დიდ დედამიწაზე ვერსად დაიმალებიან.
ჩვენი ღირებულებები გადარჩება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გაიზარდება, ჩვენი ერი გაიმარჯვებს და ჩვენი საყვარელი ადამიანების ხსოვნა არასდროს მოკვდება“,- განაცხადა ტრამპმა.​

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი სამგლოვიარო ღონისძიებას პენტაგონში დაესწრება.
დღეს 11 სექტემბრის ტერაქტებიდან 16 წელი გავიდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დღესთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები იმართება. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებულ თავდასხმებს სამი ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ დაკვამლიანება ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია
შემდეგი სტატიალიტვის რესპუბლიკის სეიმში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართეს