,,მეტრო ლოგისტიკსი“ ქართველ მეწარმეებს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე არსებულმა გამოწვევებმა საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ლოგისტიკს“ ბაზარზე ახალი პროდუქტის, Export Solution-ის დამკვიდრებისკენ უბიძგა.

ქართველი მეწარმეებს და სტარტაპერებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის ექსპორტზე გატანა სურთ, ,,მეტრო ლოგისტიკსი“ დაეხმარება.

შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების გამოცდილება არ აქვს. Export Solution მეწარმეებს კონსულტაციისა და მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციასთან ერთად, კომპანია მეწარმეებს დოკუმენტების მომზადებასა და ლიცენზიის მიღებაში დაეხმარება.

Export Solution-ის საკონსულტაციო მომსახურებასთან ერთად, ქართველი მეწარმეები ,,მეტრო ლოგისტიკსის“ სხვა სერვისებითაც ისარგებლებენ. ტვირთის დასაწყობებას, შეფუთვასა და ტრანსპორტირებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, კომპანია უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა