“ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს”-ნინო გოგუაძე

ყველამ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დღეს საქართველოში ყველა მოქალაქემ დაინახა, რომ ქვეყანას ჰყავს მმართველი, რომლის სიტყვას ფასი არ აქვს, რომელმაც ყველა აქამდე გაცემული დაპირება არ შეასრულა და არც მომავალში შეასრულებს. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, რომ სახელმწიფო მისია და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ, რომ მისი კი არა, ჩვენია. დღეს კრიზისული ვითარებაა. კონსოლიდაციის განსაკუთრებული უნარი გაგვაჩნია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს არ დავტოვებთ მისი არაკომპეტენტური გუნდით ხელისუფლებაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილისგან უტიფარ შეურაცხყოფებს უკვე საზღვარი არ აქვს”-ბოკერია
შემდეგი სტატია“მეტი არჩევანი არ დაგვიტოვა ივანიშვილმა გარდა იმისა, რომ ქუჩაში დავდგეთ”