მეთიუ მილერს მივმართავ, უსამართლოდ იქცევით-ზარქუა

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, რომელიც “რუსულ კანონსა” და შესაძლო სანქციებს შეეხებოდა.

ზარქუა მილერისგან მტკიცებულებებს მოითხოვს:

“ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს. იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა , გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ. თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან,” – ამბობს ზარქუა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა “ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე მორიგი განცხადება გუშინ, 8 აპრილს, გააკეთა. მეთიუ მილერმა თქვა, რომ ეს უკან დახევს საქართველოს მისი ევროპული გზიდან, ასევე, პრობლემას შეუქმნის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, ზიანს მიაყენებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა კანონის მიღება სანქციებს, მილერმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კანონპროექტია და ამ ეტაპზე სათქმელი არაფერი. თუმცა მანვე აღნიშნა: “თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით”.

banner
წინა სტატიაშიშსს 8 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგუჩია: 9 აპრილიდი შემზარავთან ერთად იყო ერთიანობის, თავისუფლების და გარდაუვალი გამარჯვების მომასწავებელი