გიორგი გუგუჩია: 9 აპრილიდი შემზარავთან ერთად იყო ერთიანობის, თავისუფლების და გარდაუვალი გამარჯვების მომასწავებელი

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, პირველ მოადგილესთან, ზუგდიდის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ზუგდიდში მდებარე მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

„35 წელი გავიდა ისტორიული 9 აპრილიდან, რომელიც შემზარავი იყო თავისი სისატიკით, მაგრამ ამავდროულად იყო ერთიანობის, თავისუფლების და გარდაუვალი გამარჯვების მომასწავებელი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დღიდან 2 წლის შემდეგ აღდგა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. დიდება ჩვენს გმირებს, ერთიან საქართველოში გვეცხოვროს!“ – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა დაშავდა ასობით მოქალაქე. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერს მივმართავ, უსამართლოდ იქცევით-ზარქუა
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ “ოცნებას” კარგი დღე არ ელოდება… ასეთი ხისტი განცხადება მიანიშნებს, რომ ნაბიჯები განსაკუთრებულად ხისტი უნდა იყოს-ნიკა გვარამია მილერის განცხადებაზე