მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო

თბილისში, მეთერთმეტე საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად ერთმა მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო. შემთხვევა 25 დეკემბერს, სპორტის გაკვეთილზე მოხდა.

როგორც დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლორენა კვარაცხელია ამბობს, დაპირისპირება ორ მეთერთმეტე კლასელს შორის მოხდა. ერთ-ერთმა მათგანმა დაცემისას ტვინის შერყევა მიიღო. მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს და სახლში იმყოფება.

„ჩხუბი მალევე განიმუხტა. ექიმი გვყავს სკოლაში, გამოვიძახეთ სასწრაფოც. საქმის კურსში ჩავაყენეთ პოლიციაც. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაში მოხვდა, ამჟამად სახლშია. გასაუბრება მოხდა მანდატურის სამსახურის მხრიდან, სკოლაში, ჩემთან, მშობლებთან ერთად“, – აცხადებს ლორენა კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციამ „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმს უმასპინძლა
შემდეგი სტატია“წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს”