“წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, წარმოუდგენელია, საკონსტიტუციო სასამართლო ვინმემ გამოიყენოს და რამე გადაწყვეტილება მიაღებინოს.

ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, საკითხი დაეშვა თუ არა არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ წესი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, არ ითვალისწინებს სხვა რამე ფორმით პირადობის მოწმობის გაცემას. ეს სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია და თქვა, რომ ეს ნორმები უნდა შეჩერდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ გამოტანილი არ არის. ჩვენს მოქალაქეებს საკუთარი რწმენიდან გამომდინარე სურვილი აქვთ, რომ ისეთი ბარათი აიღონ, სადაც არ იქნება ე.წ. ჩიპი და მათ სახელმწიფო დღეს ალტერნატიულ საშუალებას ვერ სთავაზობს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ნაწილში თქვა, რომ ეს ნორმა უნდა შეჩერდეს და ამ პირებთან მიმართებაში სახელმწიფომ მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩიპიანი ბარათი არ უნდა გასცეს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეთერთმეტე საჯარო სკოლაში ინციდენტის შედეგად მოსწავლემ ტვინის შერყევა მიიღო
შემდეგი სტატია“ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას”