მესაფლავეები, რომლებმაც ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ

მესაფლავეები, რომლებმაც სამეგრელოში საფლავის გათხრის დროს ისტორიულ მონეტებს მიაკვლიეს, პასუხისგებაში მიეცნენ. მათ გამოძიება სხვისი ქონების დაუფლებას ედავება, რადგან მესაფლავეებმა სამუშაოების დროს მიწის სიღრმეში აღმოჩენილი ვერცხლისა და ოქროს მონეტები ქუთაისში, ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს და აღებული 11 ათასი ლარი გაიყვეს.

წინასწარი ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ რომ აღმოჩენილი ნივთები ისტორიული იყო და მუზეუმში, რომ უნდა მიეტანათ.

აღმოჩენილი ნივთების ნაწილი გამოძიების ფარგლებში პოლიციას დალუქული აქვს.

banner
წინა სტატიაშისაქართველო გაერო-ს გლობალურ მიგრაციულ პაქტს შეუერთდა
შემდეგი სტატიაელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა – Foreign Policy-ის ხმაურიანი სტატია