მესამე სექტორი თეა წულუკიანის გადადგომას კვლავ მოითხოვს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ თეა წულუკიანის მთავრობის ახალ შემადგენლობაში ყოფნის არავითარი უფლება არ აქვს.

„ეს ეხება სასამართლო სისტემას, ეხება გამოძიებას და პროკურატურის რეფორმას. ის მოცემულობა და ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს ქართული ოცნების 6 წლიანი მმართველობის პერიოდში, ნათლად მიუთითებს, რომ მოქმედი იუსტიციის მინისტრი და ახლა უკვე მოვალეობის შემსრულებელი, არ არის სასურველი, რომ იყოს ახალ მთავრობაში წარმოდგენილი,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.

თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც.

„ქართულმა ოცნებამ და ამის უშუალო მონაწილე იყო თეა წულუკიანი, დაიხია უკან სასამართლო ხელისუფლებიდან და ის სამართავად მოსამართლეების ერთ კონკრეტულ დაჯგუფებას დაუტოვა. თეა წულუკიანის დარჩენა ამ თანამდებობაზე ნიშნავს, რომ არ არის უარყოფილი ეს დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ანუ რაიმე გარღვევებს ამ სფეროში ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის,“-აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიგოგაშვილი-მიქაიას სკანდალური ჩანაწერი და ვაჭრობა მოწმესთან – კილაძე პროკურატურას მიმართავს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე უმრავლესობის წევრებს შეხვდება