გოგაშვილი-მიქაიას სკანდალური ჩანაწერი და ვაჭრობა მოწმესთან – კილაძე პროკურატურას მიმართავს

გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორი დღეს პრკურატურას მიმართავს. საქმე ეხება სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სოსო გოგაშვილი მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ლიდერს, კახა მიქაიას ელაპარაკება.
სატელეფონო საუბარში სოსო გოგაშვილი და კახა მიქაია სხვადასხვა საკითხს განიხილავენ – მათ შორის, საუბრობენ სხვა ფარულ ჩანაწერებზეც, რომლებიც სავარაუდოდ, კუდის საიდუმლო თათბირების დროს არის გაკეთებული, სადაც ბევრი ოპერაცია და გახმაურებული საქმე განიხილებოდა. მათ შორის, ნახსენებია გურამ შარაძის მკვლელობაც.
„მთავარ პროკურატურაში ჩანაწერის გმირები, კახა მიქაია და იოსებ გოგაშვილი დაბარებულები არ ყოფილან და ჩანაწერთან დაკავშირებით, მათთვის კითხვები არ დაუსვამთ. მე გადავწყვიტე მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად მივიტანო ეს ჩანაწერი, მოვითხოვო გამოძიების დაწყება, იმიტომ, რომ უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, ვინც არის ჩანაწერის ფიგურანტი. დაწყებული იოსებ გოგაშვილით, სუს-ის უფროსის მოადგილით, კახა მიქაიამ უნდა გასცეს პასუხი იმ კითხვებზე, რაც არსებობს, ასევე უნდა დაიკითხოს კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი – რა მასალები აქვს მას გადამალული ქვეყნის გარეთ და ასევე უნდა გავარკვიოთ, რა ტიპის ზემოქმედება იყო გოგაშვილის მხრიდან სასამართლოზე,“-აცხადებს ელისო კილაძე.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ფოთში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამესამე სექტორი თეა წულუკიანის გადადგომას კვლავ მოითხოვს