მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს.

როგორც „სიენენი“ წერს, ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალური და სერიოზულია.

ვანგ ვენბინმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და გამოავლენენ თავშეკავებას, რათა რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა და ევროპამ და მთელმა მსოფლიომ თავიდან აირიდოს მაღალი საფასურის გადახდა.

„ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, როგორ გაიზარდა ევროპაში გეოპოლიტიკური კონფლიქტების მორევი, ცივი ომის დასრულებიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ“, – განაცხადა ვანგ ვენბინმა.

banner
წინა სტატიაშიროგორც კი უცხოელი პარტნიორები არ დაუჭერენ მხარს „ნაცმოძრაობას“, ისინი ხდებიან ლანძღვის საგანი, როგორც ჩანს, ეს ბედი გაიზიარა ბატონმა კასიანოვმაც – წულუკიანი
შემდეგი სტატიაანტონიო გუტერეში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად რუსეთსა და უკრაინას საკონტაქტო ჯგუფის შექმნას სთავაზობს