ანტონიო გუტერეში ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად რუსეთსა და უკრაინას საკონტაქტო ჯგუფის შექმნას სთავაზობს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე რუსულ მხარესთან გულწრფელი დისკუსია შედგა.

გუტერეშის თქმით, მოსკოვში ჩავიდა იმისთვის, რომ მცირედით მაინც შეძლოს იმ ტკივილის შემსუბუქება, რასაც უკრაინელები ომის გამო განიცდიან.

„შეხვედრაზე გაიმართა გულწრფელი დისკუსიები. აშკარაა, რომ არსებობს ორი განსხვავებული პოზიცია იმის შესახებ, რაც ხდება უკრაინაში“, – აღნიშნა გუტერეშმა.

ამასთან, გუტერეშმა რუსულ-უკრაინულ მხარეებს ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და მწვანე დერეფნების გასახსნელად საკონტაქტო ჯგუფის შექმნას სთავაზობს.

მისი თქმით, ეს შესაძლებელს გახდის უსაფრთხო დერეფნების საშუალებით მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანას. გუტერეში ამბობს, რომ ეს გულისხმობს საომარი მოქმედებების შეწყვეტას და გარანტიას, რომ ევაკუაციის გზები ეფექტური იქნება.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმაც გააკეთა განცხადება გუტერეშთან შეხვედრის შემდეგ.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ გაეროსთან და წითელ ჯვართან თანამშრომლებით, იმისთვის რომ უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი შემსუბუქდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

banner
წინა სტატიაშიმესამე მსოფლიო ომის დაწყება არავის სურს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატიადავით ხიდაშელი ამბობს, რომ შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნესწრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შემთხვევაში ხდება ხოლმე – წულუკიანი