მერკელს, რომელსაც პუტინისთვის ლუდი ჩააქვს, უკან შებოლილ თევზს ატანენ

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს რუსეთში ვიზიტისას დროდადრო პრეზიდენტ პუტინისთვის მისი საყვარელი ლუდი ჩააქვს – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ამბობს ფილმში “პუტინი”, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა “იუთუბზე”. “ანგელა მერკელს ხანდახან ჩემთვის რამდენიმე ბოთლი რადებერგული ლუდი მოაქვს” – თქვა პუტინმა.

“ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტი გერმანულ ლუდს დიდი სიამოვნებით სვამს” გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას. “ერთხელ ძალიან კარგი შებოლილი თევზი მივიღე პუტინისგან” – თქვა მერკელმა, თუმცა, არ დაუკონკრეტებია თევზის სახეობა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიდუტერტემ გაეროს კომისრებს ბ***ს შვილები უწოდა და ნიანგებით დაემუქრა
შემდეგი სტატიაავღანეთში მილიონამდე ნარკოდამოკიდებული ქალია, 10 წლამდე ბავშვი კი – 100 ათასამდე