ავღანეთში მილიონამდე ნარკოდამოკიდებული ქალია, 10 წლამდე ბავშვი კი – 100 ათასამდე

ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 900 ათასი ნარკოდამოკიდებული ქალია აღრიცხული, 10 წლამდე ნარკოდამოკიდებული ბავშვი კი – 100 ათასამდე. როგორც ხელისუფლება ამბობს, ქვეყანაში მხოლოდ 20 სარეაბილიტაციო ცენტრია, რაც საკმარისი არ არის.
ნარკომანი ქალები ამბობენ, რომ მათ მკურნალობას აზრი არა აქვს, რადგან სახლში დაბრუნებულები, სადაც მათი ქმრები ნარკოტიკს ხმარობენ, ისევ დაუბრუნდებიან ცხოვრების არაჯანსაღ წესს. მათივე თქმით, აუცილებელია დილერებისა და კონტრაბანდისტების დაკავება.

2017 წლის მონაცემებით, ავღანეთში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 34,5 მილიონია, ნარკოდამოკიდებული დაახლოებით 3 მილიონი ადამიანია, თუმცა, ნარკომანი ქალების დამოუკიდებლად აღრიცხვის შემდეგ მთავრობა ვარაუდობს, რომ ნარკომანების საერთო რაოდენობა არსებულ შედეგებზე ბევრად მეტი უნდა იყოს.

banner
წინა სტატიაშიმერკელს, რომელსაც პუტინისთვის ლუდი ჩააქვს, უკან შებოლილ თევზს ატანენ
შემდეგი სტატიანიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას დიდი მსხვერპლი მოჰყვა