მერკელმა სირიაში არასაფრენი ზონის შექმნას მხარი დაუჭირა

13 (1)გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სირიაში არასაფრენი ზონის შექმნის იდეას მხარს უჭერს – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
“არსებულ სიტუაციაში გამოსადეგი იქნებოდა რომ იყოს ტერიტორია, სადაც მტრულ მხარეებს უფლება არ ექნებათ ჰაერიდან დარტყმები განახორციელონ – ანუ, არსებობდეს არასაფრენი ზონა” – განაცხადა მერკელმა.

მან ასევე ალეპოში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და სიტუაციას “უკიდურესად მძიმე” უწოდა, მაგრამ მისი თქმით, “სამწუხაროდ, არ შეიძლება ხვალ იმის იმედი გვქონდეს, რომ ყველაფერი მოგვარდება” – თქვა კანცლერმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები მოუხსნა
შემდეგი სტატიასაქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ იკლო