ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები მოუხსნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2016 00:18

ევროკავშირმა ლუკაშენკოს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა დღეს, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღეს და ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები მოხსნეს – ამის შესახებ ევროკავშირის პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილება 1 მარტს გამოქვეყნდება.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა სანქციები შეუნარჩუნა სიაში არსებულ 170 პირს და სამ კომპანიას.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს ევროკავშირმა 2016 წლის 29 თებერვლამდე ბელორუსის პრეზიდენტის და რესპუბლიკის 169 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. პირების სიაში, რომელთაც სანქციები მოეხსნათ, ასევე არიან დიმიტრი და ვიქტორ ლუკაშენკოები.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 16, 2016 00:18

Google სტატისტიკა


17,180
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics