გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2016 02:27

გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები

გერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილებიგერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, თუკი მათი საკუთარ ქვეყანაში გადეპორტება ვერ მოხერხდება – ამის შესახებ გერმანიის კანცლერის უწყების ხელმძღვანელმა პერეტ ალტმაიერმა განაცხადა “ბილდთან” ინტერვიუში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

ალტმაიერის თქმით, შესაბამისი მოლაპარაკებები მიმდინარეობს თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან. ლტოლვილ-დამნაშავეს “გაადეპორტებენ არა საკუთარ ქვეყანაში, თუკი იქ ვთქვათ, სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ის მოვიდა” – დააკონკრეტა უწყების ხელმღვანელმა.
მისი თქმით, 2015 წლიდან დაახლოებით 50 ათასმა ლტოლვილმა დატოვა გერმანია საკუთარი ნებით, ან გადეპორტებულ იქნა “მათ ცხადად აგრძნობინეს, რომ აქ წარმატების არანაირი შანსი არა აქვთ” – თქვა მან. გერმანიის მთავრობა “ალჟირელებს, ტუნისელებს და მაროკოელებს ერთმნიშვნელოვან სიგნალს მიაწვდის, რომ აზრი არა აქვს მათ გერმანიაში მოსვლას” – ხაზი გაუსვა ალტმაიერმა.
მისივე მონაცემებით, თურქეთიდან მომსვლელი მიგრანტების რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 60%-ით შემცირდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2016 02:27

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics