ტანზანიაში ბრაკონიერებმა ბრიტანელი პილოტი მოკლეს

ტანზანიაში ბრაკონიერებმა ბრიტანელი პილოტი მოკლეს

SPILOტანზანიაში ბრაკონიერებმა ბრიტანელი პილოტი, რომელიც ნადირობისთვის ხელის შეეშალას ცდილობდა, მოკლეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია Friedkin Conservation Fund-ის წარმომადგენლის განცხადებით, მფრინავი როჯერ გაუერი მასუას ნაკრძალში სპილოებზე მონადირეების შეჩერების მცდელობისას მოკლეს. როჯერი პარკის დაცვას ბრაკონიერების მოძებნაში ეხმარებოდა, რომლებმაც მანამდე 3 სპილო დახოცეს. მისი ერთ-ერთი კოლეგის თქმით, ვეტმფრენი ძალიან დაბლა, თითქმის სპილოს სიმაღლეზე მიფრინავდა, როცა ბრაკონიერებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. როგორც ცნობილია, პილოტი ვარდნისას გადარჩა, მაგრამ ის შემდეგ ბრაკონიერებმა იპოვეს და მოკლეს.

ბრაკონიერები სპილოებს ძვლის გამო ხოცავენ, რომელიც ძალიან ძვირი ღირს ბაზარზე.
სპილოს ძვლის არალეგალური ვაჭრობა მთელ მსოფლიოში აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიდღეს დამასკთან ორმაგი ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატიაგერმანიის მთავრობა გეგმავს მესამე ქვეყნებში გააძევოს ლტოლვილები