,,მერის ანგარიში ცალსახად ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები იყო განხორციელებული ერთი წლის განმავლობაში”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ საკრებულოში ერთი წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, მერს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ანგარიში, რომელიც თბილისის მერისგან მოვისმინეთ, ცალსახად ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები იყო განხორციელებული ამ ერთი წლის განმავლობაში დედაქალაქში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გაწეული საქმიანობისთვის. თქვენთან ერთად მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც იყო ჩართული სხვადასხვა მიმართულებით მუნიციპალიტეტის მუშაობაში და მიიღო მონაწილეობა ამ საქმიანობაში“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალ წელს ერთობლივად, კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება და ამის დასტურად მან 2019 წლის ბიუეჯეტის პროექტი დაასახელა, რომელსაც დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშინიქაბით და ბურკით სიარულის შეზღუდვასთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ინიციატივა კომიტეტში ჩავარდა
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს – თქვენ თქვით, ტაქსის სერვისი იაფია და უნგა გაძვირდესო, რატომ არის ეს თქვენი საქმე, ვერ გავიგე