ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს – თქვენ თქვით, ტაქსის სერვისი იაფია და უნგა გაძვირდესო, რატომ არის ეს თქვენი საქმე, ვერ გავიგე

თბილისის მერია ტაქსოპარკად ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომის დატოვებამდე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია რატომ არის ტაქსის სერვისის გაძვირება კახა კალაძის საქმე.

„ტაქსოპარკად ჩამოყალიბდით. ბოლო ერთ წელიწადში ხშირად ლაპარაკობთ ტაქისზე. ჯერ ხარკი გადაახდევინეთ, რაღაც ფურცელი ააღებინეთ და თქვით ეს პრობლემას მოაგვარებსო. მერე თქვით უნდა შეღებონო. ახლა თქვით, ტაქსის სერვისი იაფია და უნგა გაძვირდესო, საერთოდ რატომ არის ეს თქვენი საქმე ვერ გავიგე”,- განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სხდომას ოპოზიცია პროტესტის ნიშნად ტოვებს.

ცნობისთვის, საკრებულოს სხდომაზე თბილისის მერის ერთი წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს. საკრებულოს სხდომაზე ასევე უნდა განიხილონ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი.

banner
წინა სტატიაში,,მერის ანგარიში ცალსახად ასახავს, თუ რაოდენ მასშტაბური სამუშაოები და რეფორმები იყო განხორციელებული ერთი წლის განმავლობაში”
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს