მერიამ ან არ იცის რა აწუხებს თბილისელებს, ან უბრალოდ არ უნდა ამ ყველაფრის მოსმენა – ირაკლი ნადირაძე ბიუჯეტზე

სოციალური პროექტები თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებიდან ამოიღეს. მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტის პროექტი საკრებულოშია და მას უკვე გაეცნო ოპოზიციური სპექტრი.

საგანგებო განცხადება გაკეთდა დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბიუჯეტის პროექტში შემცირებულია სოციალური სფეროს დაფინანსება 29 მილიონი ლარით.

გარდა ამისა შემცირებულია ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და ქალაქის განვითარების ხელშემწყობი პროექტების დაფინანსება.

„მაშინ როდესაც დედაქალაქში ყველა მიმართულებით გაზრდილია პრობლემა, თბილისის მერიამ 47 მილიონი ლარით შეამცირა ბიუჯეტი. მაშინ როდესაც გაზრდილია უმუშევრობა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მოსახლეობა იმიტომ, რომ იზრდება ლარის გაუფასურების გამო გაჭირვება, მერიამ შეამცირა ეკონომიკის სტიმულირება და შეამცირა სოციალური დაცვის ხარჯები. მათ შორის ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს შეუმცირა კომუნალური ვაუჩერი, მერიამ შეამცირა ავარიული კორპუსების დაფინანსება, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების, შეამცირა სხვა არაერთი მუხლი. ეს ყველაფერი მეტყველებს ორ რამეზე, მერიამ ან არ იცის რა აწუხებს თბილისელებს, ან უბრალოდ არ უნდა ამ ყველაფრის მოსმენა,“-განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი თბილისის მერს ტელედებატებში იწვევს
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება, როგორც კი შეჩერების მექანიზმზე პოზიცია შეჯერდება