დავით ბაქრაძე : საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა გაიმართება, როგორც კი შეჩერების მექანიზმზე პოზიცია შეჯერდება

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრა გაიმართება, როგორც კი შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის შიგნით პოზიცია შეჯერდება.

“როგორც უმაღლესმა კომისარმა მოგერინმა განაცხადა და როგორც განაცხადეს კომისარმა ჰანმა და ყველა მაღალჩინოსანმა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით საჭირო ყველა საკითხი დასრულებული აქვს. დარჩენილია მხოლოდ ბოლო კენჭისყრა, რომელიც გაიმართება მაშინვე, როგორც კი შეჯერდება პოზიცია ევროკავშირის შიგნით შეჩერების მექანიზმზე, რაც საქართველოს არ უკავშირდება, უკავშირდება ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკას. ამიტომ უნდა დაველოდოთ, იმედი გამოვთქვათ, რომ მალე მოხდება შეჯერება, რაც ნიშნავს დაუყოვნებლივ კენჭისყრას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერიამ ან არ იცის რა აწუხებს თბილისელებს, ან უბრალოდ არ უნდა ამ ყველაფრის მოსმენა – ირაკლი ნადირაძე ბიუჯეტზე
შემდეგი სტატიაივანე ჩხარტიშვილის ბიზნესავანტიურას „თიბისი ბანკი“ უზენაეს სასამართლოში დაუპირისპირდება