ელისაშვილი თბილისის მერს ტელედებატებში იწვევს

news
ავტ.: news ნოემბერი 16, 2016 12:27

ელისაშვილი თბილისის მერს ტელედებატებში იწვევს

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქის მერს კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გასაწყვეტას ითხოვს.
როგორც მან დღეს თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერს სამი რეკომენდაციით მიმართავს.

მისი თქმით, ამ რეკომენდაციით, შესაძლებელია, მერიის სურვილის შემთხვევაში, გამოიძებნოს თანხა, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტისთვის. საჭიროა თბილისის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტიდან პირდაპირი ტრანსფერი მოითხოვოს.
ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მერიას ეს საჭიროების შემთხვევაში არაერთხელ გაუკეთებია. კერძოდ, ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციისთვის ტრანსფერის სახით 20 მილიონი ლარი ბიუჯეტში გადაირიცხა.

მეორე რეკომენდაციაა მერიაში შემავალი სიპებისა და აიპების რაოდენობის ოპტიმიზაცია და მესამე, გამოცხადდეს ახალი ტენდერი კომპანიის შესარჩევად, რომელიც თბილისში პარკირებას განახორციელებს.

ალეკო ელისაშვილმა დედაქალაქის მერი ტელედებატებშიც მიიწვია. ელისაშვილის თქმით, დავით ნარმანიას ტელედებატებში ბიუჯეტის დამტკიცებამდე იწვევს, სადაც იგი თავისი რჩევების დასამტკიცებლად დოკუმენტაციით წარდგება.

news
ავტ.: news ნოემბერი 16, 2016 12:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


37,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics