მერია სახელფასო ფონდს კიდევ 7 მილიონით ზრდის – რა წერია 2016 წლის ბიუჯეტში

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოშია წარდგენილი. განხილვა დღეიდან იწყება ფრაქციებში, შემდეგ კი დოკუმენტზე მსჯელობა კომისიებში გაგრძელდება. თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 810 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

უმრავლესობაში ბიუჯეტის პრიორიტეტებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ პრიორიტეტები წელსაც ჯანდაცვა, სოციალური სფერო და განათლებაა. სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს თბილისის მერია ბიუჯეტის ძირითადი თანხებით მიმართვას.

ოპოზიციაში კი თბილისის მთავრობას აკრიტიკებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ მერია სახელფასო ფონდს ზრდის 2016 წლიდან 7 მილიონი ლარით. აბესაძის დოკუმენტურ ბრალდებებს თბილისის მერი აბსურდს და პოპულისტურს უწოდებს.

ნაციოანლური მოძრაობა თბილისის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიციაში მიაჩნიათ რომ ბიუჯეტი ჩინოვნიკებზეა გათვლილი.

banner
წინა სტატიაშიგამოუცნობმა სამხედრო დამრტყმელმა ავიაციამ სირიიის აეროპორტზე მიიტანა დარტყმები
შემდეგი სტატია“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არაფერი ემუქრება”