“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არაფერი ემუქრება”

2015 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ დღეს საპარლამენტო კომიტეტებში, მათ შორის მთავარი ცვლილება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელდება 96 მილონით ჯანდაცვის ბიუჯეტის გაზრდაა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს ამის მიზეზები განმარტა და განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არაფერი ემუქრება.

„თანხა იმდენი იქნება გამოყოფილი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის, რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, ამ პროგრამას არაფერი ემუქრება,“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერია სახელფასო ფონდს კიდევ 7 მილიონით ზრდის – რა წერია 2016 წლის ბიუჯეტში
შემდეგი სტატია“უსაფრთხოების სამსახურები არ დგამენ ნაბიჯებს, რომ ქვეყანას ააცილონ საფრთხეები”