(video) მერიის თანამშრომლებისათვის ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესების შესწავალა თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება

ჩაცმისა და სუფრასთან მოქცევის წესებს მერიისა და საკრებულოს 38 თანამშრომელს შეასწავლიან, შემდეგ ისინი რჩევებს უკვე სხვებს მისცემენ. მხოლოდ პედაგოგის მომსახურება თბილისის ბიუჯეტს 7 200 ლარი დაუჯდება. სატენდერო დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს მასწავლებელმა სუფრასთან მოქცევის წესები უნდა ასწავლოს.

საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ მერია ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესების შესწავლაში 7 200 ლარს მარტო მასწავლებელს გადაუხდის, მაგრამ ამას დაემატება ქალაქგარეთ გაკვეთილების ჩასატარებლად 40-ზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში ცხოვრების და საკონფერენციო დარბაზის დაქირავების ხარჯიც, რაც ჯამში ათობით ათას ლარს გადააჭარბებს.

საკრებულოს წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა P.S.-ს დიდუბის გამგეობის გამოცხადებული სატენდერო დოკუმენტაცია აჩვენა, საიდანაც ირკვევა, რომ გამგებელი ამხანაგობის 100 თავმჯდომარისთვის საზეიმო მიღებას აწყობს. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ მიღებაზე ძვირადღირებული სუფრის გარდა, აუცილებელად უნდა იყოს ტორტი რვა სართული კორპუსის მაკეტით, გამწვანებული ეზოს იმიტაციით და აუზით ეზოში. ოპოზიცია თქმით, წვეულებას ქართული ოცნების ერთგული ამხანაგობის თავმჯდომარეებისთვის აწყობენ.

https://youtu.be/h6IwRdvKHUI

 

banner
წინა სტატიაშიიან კელი: აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ
შემდეგი სტატიაუკრაინაში სპეცოპერაციის დროს, შეცდომით, ხუთი პოლიციელი მოკლეს