,,მერი, რომელიც ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებს, არ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქს”

მერი, რომელიც ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებს, არ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს შენობასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ის აპირებს დაესწროს რიგგარეშე სხდომას და კითხვა დაუსვას დედაქალაქის მერს, თუმცა ხოშტარია განმარტავს, დავით ნარმანიას აქამდე დასმულ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია და არ აქვს მოლოდინი, რომ მის მიერ დასმულ კითხვებსაც პასუხს გასცემს.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის უერთდება მოთხოვნას თბილისის მერის გადადგომის თაობაზე.

„მერი, რომელიც ქალაქს უქმნის პრობლემებს, მერი, რომელიც ატყუებს მოსახლეობას, არის მათ მიერ არჩეული და აყენებს შეურაცხყოფას, არ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქს და ის არ უნდა იყოს მერი. იმ დამოკიდებულებით, რასაც ჩვენ ვხედავთ, წარმოუდგენელია, ამ ადამიანს ერქვას ჩვენი ქალაქის წარმომადგენელი. ეს არის ღერძი ამ პრობლემების იმ მმართველობის ერთ-ერთი ნაწილი, რომელსაც ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვუყურებთ. აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ ეს გაგრძელდეს ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი – დავით ნარმანიას თბილისელებში ნდობის კრედიტი ამოწურული აქვს
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება საკრებულოში – გამოცხადებულია 20 წუთიანი შესვენება