ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში – გამოცხადებულია 20 წუთიანი შესვენება

საკრებულოს სხდომაზე 20 წუთიანი შესვენება გამოცხადდა. მიზეზი სხდომათა დარბაზში გამოწვული ხმაური გახდა. ნარმანიას გამოსვლის დროს ერთმანეთს საკრებულოს წევრები, არასამათავრობოები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

საკრებულოს დაცვამ დარბაზიდან მოქალაქეები და არასამთავრობო სექტორის ის წევრები გაიყვანა, ვინც სხდომას ესწრებოდა.

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ისევ საკრებულოს სხდომათა დარბაზში რჩება.

შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანია საკრებულოში ცოტა ხნის წინ მივიდა. დედაქალაქის მერს საკრებულოსთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ.

banner
წინა სტატიაში,,მერი, რომელიც ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებს, არ უნდა წარმოადგენდეს ამ ქალაქს”
შემდეგი სტატიაარც ნაციონალი ვარ და არც ქოციონალი, ფეხებზე მკიდია ამათი პოლიტიკური კინკლაობა – ცოტნე გამსახურდია ნარმანიას დაუპირისპირდა