მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და პატიმრობის გაგრძელება – ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნას წულუკიანი ეხმაურება

ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანი ამბობს, რომ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის საქმეზე გამოძიება დაწყებულია და სიმართლე დადგინდება. რაც შეეხება განაჩენებს, მინისტრის თქმით, არც ერთ ეტაპზე ვანო მერაბიშვილის პატიმრობა უკანონო არ ყოფილა.

“მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა მთავრობის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება განახლებულია.

ორი საკითხი, რომელზეც ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ორგანო გააგრძელებს ჩვენთან ერთად მუშაობას ეს არის, როგორც უკვე აღვნიშნე საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიების საკითხი და მეორე ის, რომ პატიმრობის გაგრძელების გადაწყვეტილების მიღებისას, მოსამართლეებმა უკეთესად დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები.

თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს დარღვევა არ აქცევდა ვანო მერაბიშვილის დაკავებას უკანონოდ და არც არსებობდა ამიტომ გათავისუფლების საფუძველი,“-აცხადებს თეა წულუკიანი.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

banner
წინა სტატიაშიშესაძლო კავშირი ზეწოლასა და გამოტანილ განაჩენებს შორის – ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის სიძეს, მინდია გოგოჭურს ბრალს დღეს წაუყენებენ