შესაძლო კავშირი ზეწოლასა და გამოტანილ განაჩენებს შორის – ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ, ევროპის საბჭოს კომიტეტმა მერაბიშვილის განაჩენები ეჭვქვეშ დააყენა.

კომიტეტში არ გამორიცხავენ, რომ არსებობდეს კავშირი ამ განაჩენებსა და იმ ზეწოლას შორის, რომელსაც ადგილი ჰქონდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დროს. ამის გამო, ევროსაბჭოს კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება დროულად გამოიძიოს მთავრობამ ყოფილი პრემიერის ციხიდან გაყვანის ფაქტი, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და დაიწყოს მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა.

“მოკლედ, რა არის მთავარი მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში ვანოს საქმეზე?

1. პირველად დადგა ეჭვქვეშ მერაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები.

კომიტეტმა დაავალა სახელმწიფოს, გამოიძიოს მთავარი პროკურორის მხრიდან პატიმარზე განხორციელებული ზეწოლის კავშირი მის სისხლისსამართლებრივ პროცედურებთან;

2. მინისტრთა კომიტეტმა მოითხოვა არა მხოლოდ გამოძიება, არამედ რაც მთავარია, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და მათი სისხლისსამართლებრივი დევნა;

3. მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მერაბიშვილს წარმოეშვა უფლება, მოითხოვოს მისი განაჩენების გადასინჯვა.

შემდეგი სხდომა იქნება მარტში, სადაც განიხილავენ პროცესის მიმდინარეობას და ივნისში იქნება შეჯამება,”-წერს კახიძე.

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად – ოპოზიციის პასუხი ზურაბიშვილს
შემდეგი სტატიამერაბიშვილის ციხიდან გაყვანა და პატიმრობის გაგრძელება – ევროსაბჭოს კომიტეტის დასკვნას წულუკიანი ეხმაურება