მექსიკური ქალაქის მკვიდრებმა საკუთარი მერი ჯერ მოკლეს შემდეგ კი ჩამოკიდეს

მექსიკური ქალაქის მკვიდრებმა საკუთარი მერი ჯერ მოკლეს შემდეგ კი ჩამოკიდეს

7ჩიაპასის შტატში, ადგილობრივებმა, ინდიელების ქალაქ სან-ხუან-ჩამულას მერი მოკლეს. სულ, კონფლიქტისას ხუთი ადამიანი დაიღუპა -განაცხადა შტატის ხელისუფლების გენერალურმა მდივანმა, ხუან გომეს არანდმა.
ინციდენტი გუშინ, 23 ივლისს, დილით მოხდა. გამოძიების ვერსიით, მერმა დომინგო ლოპეს გონსალესმა ხალხს უარი განუცხადა მხარი დაეჭირა ადგილობრივი ხელოსნებისთვის, რომლის შემდეგაც შეკრებილებმა სროლა დაიწყეს. მერის სხეული ქალაქის ცენტრში სახალხოდ დაკიდეს.

მერის გარდა, ორი ჩინოვნიკი და მძღოლი დაიღუპა, ასევე ერთი ადგილობრივი. 12 ადამიანი კი დაიჭრა.
არეულობების მომწყობებმა ქალაქში ბარიკადები აღმართეს მოთხოვნით, მუნიციპალიტეტს ხარჯები გამოექვეყნებინა, თუმცა, ცოტა ხანში, მათი საომარი განწყობა გაქრა და სახლებში დაიშალნენ.

როგორც El Financiero წერს, 2015 წლის აგვისტოში, 30-ზე მეტი გაერთიანების წარმომადგენელმა მთავრობას 100 მილიონის გამოყოფა სთხოვა რეგიონალური განვითარებისა და სხვა პროექტებისთვის.

banner
წინა სტატიაშიბელგიის პარლამენტი რუსეთისათვის სანქციების მოხსნის რეზოლუციას განიხილავს
შემდეგი სტატიაშსს-მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა