ბელგიის პარლამენტი რუსეთისათვის სანქციების მოხსნის რეზოლუციას განიხილავს

ბელგიის პარლამენტი რუსეთისათვის სანქციების მოხსნის რეზოლუციას განიხილავს

3ბელგიის ფედერალური პარლამენტი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის საკითხს განიხილავს – ამის შესახებ სახალხო პარტიის ქვედა პალატის დეპუტატმა ალდო კარკასიმ განაცხადა.
“რეზოლუციის პროექტი განსახილველად მიიღეს. არდადეგების დასრულებისთანავე, წარმომადგენლობითი პალატის შინაგან საქმეთა კომისია რეზოლუციას განიხილავს” – განაცხადა კარკასიმ.
პარალმენტარის თქმით, მისი დოკუმენტი მიმართულია იქით, რომ სამეფოს პარლამენტი უფლებამოსილი გახდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები მოიხსნას, რომლის გამოც “ბელგიის აგრარული სექტორი ზარალდება”.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთს 1 ივლისს სანქციები 2017 წლის 31 იანვრამდე გაუგრძელა მინსკის ხელშეკრულებაში არასაკმარისი პროგრესის გამო. სანქციებს შეუერთდნენ აშშ, კანადა, ავსტრალია, ნორვეგია, უკრაინა, ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და საქართველო.

banner
წინა სტატიაშიდონბასში ექვსი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
შემდეგი სტატიამექსიკური ქალაქის მკვიდრებმა საკუთარი მერი ჯერ მოკლეს შემდეგ კი ჩამოკიდეს