„მეორე ტურს შესაძლებელია ერთ ოლქში ველოდოთ” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს რომ არჩევნების მეორე ტური შედგეს.

თუმცა ის დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტური მხოლოდ ერთ ოლქში გაიმართება. მდინარაძე არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ ოლქს გულისხმობს და ამბობს, რომ მათი მონაცემებით, სახელისუფლებო კანდიდატი ყველგან იმარჯვებს.

„მეორე ტურს შესაძლებელია ერთ ოლქში ველოდოთ, აბსოლუტურად გულწრფელი რომ ვიყო. მოდი ჯერ ნუ დავაკონკრეტებთ ამას, მაგრამ ჩვენი მონაცემებით ფაქტია, რომ ყველა ჩვენი კანდიდატი ყველა ოლქში დამაჯერებლად ლიდერობს,“-განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშისასწრაფო დახმარების ჯგუფი საარჩევნო უბანზე – გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს სტენოკარდიული შეტევა დაემართა
შემდეგი სტატიამარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა უკვე გადაუხადა და განაცხადა, რომ „ძალიან დიდი პროცენტით გაიმარჯვა“