მარნეულში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს მადლობა უკვე გადაუხადა და განაცხადა, რომ „ძალიან დიდი პროცენტით გაიმარჯვა“

ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განუცხადა.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ.

“დიდი მადლობა მარნეულელებს, მარნეულელების დიდი მხარდაჭერით, ჩვენ გავიმარჯვეთ. ეს არის თითოეული მარნეულელის გამარჯვება. ძალიან დიდი პროცენტით გავიმარჯვეთ, ზოგიერთ უბნებში ასი პროცენტით გავიმარჯვეთ”, – განაცხადა დარგალმა.

banner
წინა სტატიაში„მეორე ტურს შესაძლებელია ერთ ოლქში ველოდოთ” – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიაცესკო – არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს