მეორე შეტევის შემდეგ მერკელი თავს კარგად გრძნობს

ანგელა მერკელის მეორე მოულოდნელი არაკონტროლირებადი შეტევის შემდეგ გერმანიის კანცლერი თავს კარგად გრძნობს და მას ჯანმრთელობის პრობემები არა აქვს – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარტინა ფიცმა განაცხადა – AFP-ი წერს. შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს მერკელი, რომელიც იაპონიაში G20 სამიტზე იმყოფება და რომელმაც გუშინ მეორე შეტევა გადაიტანა, ფიცმა უპასუხა, რომ კარგად. “ოსაკის ფოტოები და ვიდეო აჩვენებს, რომ კანცლერი აქტიური და ჯანმრთელია – მუშაობას აგრძელებს და დაგეგმილ შეხვედრებს ჩაატარებს” – დღეს თქვა ფიცმა.

გერმანიის მთავრობის მეთაურის ჯანმრთელობის მდგომარეობამ გუშინ ხელახლა გამოიწვია შეშფოთება, როცა მას მოულოდნელი კანკალი აუვარდა. მერკელს იგივე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე დაემართა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი 20 ივნისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო
შემდეგი სტატიაეს გახარიასთან კავშირშია – მწერლები წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმებას აპროტესტებენ