ეს გახარიასთან კავშირშია – მწერლები წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმებას აპროტესტებენ

ლაშა ბუღაძე–ყავარჯენი

წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის გაუქმება, ეს იყო ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია – ამის შესახებ მწერლებმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ისინი ხელისუფლებისგან ამ ორი ორგანიზაციის აღდგენას კატეგორიულად მოითხოვენ.

მწერალთა სახლის ისტორიულ დარბაზში, სადაც მწერლები დღეს შეიკრიბნენ, მთავრობის მისამართით არაერთი ბრალდება ისმოდა. მათი აზრით, ხელისუფლებას თავისუფალი სიტყვა აშინებს და ცდილობს, რომ მწერლები დაიმორჩილოს. მწერლების თქმით, სსიპ-ების გაუქმების დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან მოდიოდა.

„შეიძლება აქ ვისაუბროთ სისტემურ, ასე ვთქვათ, განსხვავებებზე და რაღაცა დეტალებზე, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში ვლაპარაკობთ მწერლების დასჯაზე, მწერლების მოთვინიერებაზეც, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით იმიტომ, რომ ჩვენ ვისჯებით და ეს არის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, კავშირში უკვე არალეგიტიმურ შს მინისტრ გახარიასთან. ვისაც ახსოვს რა სკანდალი იყო შარშან ფრანკფურტის ბაზრობასთან დაკავშირებით, ვისაც ახსოვს, რა მძიმე შეხვედრა გვქონდა ჩვენ სამინისტროში და როგორ მოგვივარდა იქ მინისტრი გახარია, ასე ვთქვათ, საქმის გასარჩევად ინტელიგენციასთან და ისიც ახსოვთ თუ როგორ წავიდა იქიდან ის. შემდეგ როგორ ვთხოვდით პასუხს, რომ დაესაჯა ის პოლიციელები, რომელთაც იძალადეს ზვიად რატიანზე და ყველამ იცით, დღეს ზვიად რატიანი სადაც არის და რატომაც არის და ამაზე არანაირი რეაქცია არ მოახდინა მან. შემდეგ ეს ჩვენ ვახსენეთ ფრანკფურტის ბაზრობაზეც, ბევრი ამ ამბავს გამოეხმაურა მაშინაც და ახლაც ხდება ეს გამოხმაურებები, როგორც გერმანულ პრესაში, ასევე, აქაც.

“ამიტომ, ეს არის პირდაპირი დირექტივა, რომელიც მოდის ზემოდან, როგორც ერთგვარი სასჯელი. ეს არის კავშირში გახარიასთან. ესენი არიან, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ აღმასრულებლები და შემსრულებლები გახარიას ბრძანების. აბა, ვიმეორებ, აპარატჩიკი გიორგაძე არაფრის მაქნისი არ არის, რომ რაღაცა გააკეთოს,“- განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეორე შეტევის შემდეგ მერკელი თავს კარგად გრძნობს
შემდეგი სტატიამაჭავარიანი: ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო უნდა გადავწვათ ეს ქვეყანა?