თეა წულუკიანი 20 ივნისის მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ ჯობდა კობახიძე უფრო ადრე გადამდგარიყო

„ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე,“ – ეს განცახდება იუსტიციის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

წულუკიანის თქმით, 20 ივნისს საზოგადოების პროტესტი რუსი დეპუტატის პარლამენტში ყოფნამ გამოიწვია. ამაზე საუბრისას წულუკიანმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო და გადადგა, თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე მიეღო.

„ქვეყანაში რიგით მეორე პირი გადადგა ამისთვის, ჯობდა, უფრო ადრე, მეტსაც გეტყვით, მაგრამ გადადგა ქვეყანაში რიგით მეორე პირი,“ – განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძემ შეძლო და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, რაც წინა ხელისუფლების წევრებს არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიმეიმ პუტინს დესტაბილიზაციური მოქმედებების შეწყვტა მოსთხოვა
შემდეგი სტატიამეორე შეტევის შემდეგ მერკელი თავს კარგად გრძნობს