„მემარცხენე ალიანსი“ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას ეწინააღმდეგაბა

“მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, პარტია ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას ეწინააღმდეგება.

როგორც ჯიბლაძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, 2016 წლისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს.

„პარლამენტში შესულია ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც 2016 წელს ისევ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობას ითვალისწინებს. „მემარცხენე ალიანსი“ ეწინააღმდეგება ახალი კოდექსის მიღებას, რადგან ჩვენი აზრით, საერთოდ უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდეს“, – განაცხადა ჯიბლაძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლების თანამდებობის პირებს არჩევნებში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობის მიღების უფლება უნდა აეკრძალოთ.

„ამის თქმის საფუძველს ბოლოს ჩატარებული არჩევნები მაძლევს. საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, თუ როგორ აქტიურობდნენ საგარეჯოში თინა ხიდაშელი და გიგლა აგლაშვილი და როგორი გავლენა იქონიეს მათ აღნიშნულ არჩევნებზე“, – აღნიშნა პაატა ჯიბლაძემ.

მისივე თქმით, უნდა მოხდეს სპეცუბნების გაუქმებაც.

“ჩვენი აზრით, სპეცუბნები უნდა იქნას გაუქმებული, ვინაიდან მანიპუილაციების მეშვეობით ყოველთვის გადამწყვეტ უპირატესობას სპეცუბნებზე ხელისუფლების კანდიდატები მოიპოვებენ“, – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაში„გვაქვს კონგრესის სრული მხარდაჭერა“
შემდეგი სტატია9 მოკლული – ავღანეთში ყანდაარის აეროპორტში თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ