9 მოკლული – ავღანეთში ყანდაარის აეროპორტში თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ

თავდასხმა მოხდა ავღანეთში, ყანდაარის აეროპორტზე. კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც ნატოსა და ავღანეთის სამხედრო ძალების ერთობლივი ბაზაც მდებარეობს, თალიბანის მებრძოლები შეიჭრნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ინტენსიური შეტაკების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 20–მდე კი დაშავდა. ცნობილია, რომ გარდაცვლილთა შორის სამოქალაქო პირებიც არიან.

შეტევა აეროპორტზე ამ დრომდე გრძელდება. თალიბანი ირწმუნება, რომ თავდასმხის დროს 80–მდე სამხედრო მოკლეს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაში„მემარცხენე ალიანსი“ ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას ეწინააღმდეგაბა
შემდეგი სტატია“ბატაკლანზე” მომხდარი თავდასხმის მესამე მონაწილის ვინაობა ცნობილია