მელიას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და აქტივისტები იკრიბებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ცოტა ხანში “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის”, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყება, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი. ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება რთულია.

“ძალიან რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა გამოცხადდეს, ეს იქნება ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება, თუ მისი გათავისუფლება, ეს ბუნებრივია არ იქნება ნინო ჩახნაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ის უბრალოდ გაახმოვანებს იმას, რაზეც სავარაუდოდ უკვე დაურეკეს მას.

ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან, იმ ოთახში, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება და მხოლოდ ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ნიკა მელია დარჩება, თუ არა პატიმრობაში”,- თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანზორ ბიწაძე – ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები
შემდეგი სტატიაკორონავირუსი “ქართული ოცნების” კიდევ 2 დეპუტატს დაუდასტურდა