ანზორ ბიწაძე – ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები

„ერთიანი საქართველოს“ წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის განცხადება ორივე მხარისთვის საყურადღებოა. მისივე თქმით, ოპოზიცია აპირებს, რომ სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებები გაითვალისწინონ.

„დრამა ნამდვილად არის ის ყველაფერი, რაც ხდება საქართველოში და რაც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა. ოპოზიციას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, რათა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს და დემოკრატიული პროცესები არ მოკვდეს ქვეყანაში. კენტის განცხადება ბუნებრივია, გარკვეულწილად ორივე მხარისთვის არის საყურადღებო და ოპოზიცია ნამდვილად ვაპირებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებას, თუმცა ეს შემდგომი განხილვის საგანი უნდა იყოს, ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ შევაფასებთ მოვლენებს, როგორც ამჯერად, კენტის შემთხვევაშია

ოპოზიცია პასუხს აგებს, რომ მან თანმიმდევრულად იბრძოლოს და გააგრძელოს ბრძოლა დემოკრატიული პროცესებისთვის. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავურბივართ ჩვენს პასუხისმგებლობას, ჩვენი პასუხისმგებლობაა, მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, რასაც დავპირდით ხალხს. ამაში ვხედავ ოპოზიცის პასუხისმგებლობას“, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

banner
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი – კლინიკის სამი თანამშრომლისთვის ბრალის წარდგენა კითხვებს პასუხს არ სცემს
შემდეგი სტატიამელიას მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოსთან პოლიტიკოსები და აქტივისტები იკრიბებიან